მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. აქ 40 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკაა მობილიზებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება. უწყების ხელმძღვანელი ფერმერებს მოუწოდებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.
სეს-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოაარ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.