მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ალერგიულ დაავადებათა უფასო გამოკვლევა

ალერგიულ დაავადებათა უფასო გამოკვლევა

122
0

აჭარაში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკა უფასო იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2018 წლის პროგრამით გათვალისწინებულია ალერგოლოგის კონსულტაცია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, კანის პრიკ ტესტის ჩატარება.

პირველადი სკრინინგი დაახლოებით 600 ბენეფიციარს ჩაუტარდება.

ალერგოლოგთან უფასო დიაგნოსტიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება, რისთვისაც 34 ათას 200 ლარია გამოყოფილი.