აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების ე.წ. “ამაგების” წარმომადგენლებისთვის ტრეინინგი მიმდინარეობს. მონაწილეები გაეცნენ სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს, რომელიც ევროკავშირის “ლიდერ” მიდგომის 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების საქმიანობის შესახებ. განხილული იქნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების, პარტნიორობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები და მათ მნიშვნელობა.