1 იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები ამოქმედდა. წელს სამინისტრო 7 პროგრამას და 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 მილიონ 306 ათას 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 მილიონ 191 ათას 142 ლარით გაიზარდა. ცალკე პროგრამად გამოიყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასაკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 ათასს), სამინისტრო წელს პირველად 10 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ამოქმედდა ბავშვთა ადრეული განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.
გაგრძელდება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების დააგენტოს 2015 წელს მოქმედი ყველა პროგრამა.
სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.