მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ამ წუთებში ბათუმის ბულვარის შესასვლელში საინფორმაციო შეხვედრა იმართება

ამ წუთებში ბათუმის ბულვარის შესასვლელში საინფორმაციო შეხვედრა იმართება

285
0

20-22 მაისს, ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2015” გაიმართება. ვიზტიორებისთვის დასწრება თავისუფალია.  ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის ზღვისპირა პარკის შესასვლელთან ამ წუთებში კომპანია “GEONET EXPO” -ს წარმომადგენლები საინფორმაციო  შეხვედრას მართავენ. გამოფენის ორგანიზატორია  საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანია შპს “GEONET EXPO”, რომლის მიზანიც   საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია, მასში ბევრი ქვეყანა  მონაწილეობს და წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება.

“EXPO BATUMI 2015”-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორანების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობენ თურქეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი , უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი. გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.