მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი არაჩვეულებრივი გამოფენა შუახევში

არაჩვეულებრივი გამოფენა შუახევში

255
0

შუახევში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტში, ზემო აჭარის ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები სტუდენტებმა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან წარმოადგინეს. მაღალმთიან აჭარაში ნაქსოვი, ნაქარგი და ხელოვნური ნაკეთობების ბევრი ისეთი ექსპონატია შემორჩენილი, რომლებიც არ არის მუზეუმებში. ნამუშევრები სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა დაათვალიერეს. ღონისძიება ჟურნალისტიკის III კურსის სტუდენტების ხათუნა ბოლქვაძისა და ეკა ბერიძის ორგანიზებით გაიმართა.