აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას ეხმაურება. არჩილ ჩიქოვანი ოპონენტების გაღიზიანებას მთავრობის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაციონალური მოძრაობის სამიზნე, სწორედ, ბოლო წლებში განხორციელებული უპრეცენტოდ მასშტაბური პროექტების გამო გახდა. მისი თქმით, წარმატებული პროექტების ფონზე, უწყების დისკრედიტაცია ოპონენტების დღის წესრიგია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვაზე აქვს პასუხი. არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისოა.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება არჩილ ჩიქოვანი ოპონენტების გაღიზიანებას აჭარის მთავრობის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს