შარაშიძის პირველი და მეორე ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ქუჩის მოასფალტება და ახალი გარეგანათების სისტემის მონტაჟი.
პროექტის ღირებულება 938 ათას 184 ლარს შეადგენს.
შარაშიძის ჩიხებში უკვე განხორციელდა წყალ მომარაგების ახალ ქსელზე დაერთება, რისშემდეგაც 500-მდე აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
“გასული წლის ბოლოს, შარაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი. მოსახლეობის მხრიდან იყოთხოვნა, ჩატარებულიყო შარაშიძის პირველი და მეორე ჩიხების კეთილმოწყობა. მათიინტერესების გათვალისწინებით, უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სექტემბერში დასრულდება.
აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია მეჯინისწყლის არხზე დამცავიკედლის, სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ასევე, ახალი საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდება შემოერთებული ტერიტორიების განვითარება,,-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.