მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში იბარებენ

არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში იბარებენ

423
0

18 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უნდა წარსდგეს. არჩელ ხაბაძეს დეპუტატების წინაშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების, საინვესტიციო პოლიტიკის, იპოთეკარებისა და ეკომიგრანტების პრეტენზიებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ამჟამად უმაღლეს საბჭოში ხაბაძის მიწვევის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან მისი ვიზიტი საშემოდგომო სესიაზე იყო დაგეგმილი. ნაწილი ამ ყველაფერს ფარსს უწოდებს, ხოლო თვით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ხაბაძესთან კითხვები არ აქვს.

როგორც ხაბაძე ამბობს, მას უმაღლეს საბჭოში მისვლას კანონი არ ავალდებულებს, ამიტომ მიიღებს თუ არა მიწვევას, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა მას უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 117-ე მუხლი კითხვებზე პასუხის გაცემას ავალდებულებს. მოფიქრებისთვის ხაბაძეს წინ ერთი თვე აქვს.