ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის, მისი დაცვის ყოფილი უფროსის დავით ხალვაშის და აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრის იოსებ გოგიტიძის საქმის განხილვის პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეებს აჭარის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის 31 ტომისგან შემდგარი მასალები და მოწმეთა ჩვენებები გააცნო. ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა პროცესის თითქმის ერთი თვით გადადება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ საქმის განხილვა გაჭიანურდა.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ასლან აბაშიძის, დავით ხალვაშის და იოსებ გოგიტიძის სასამართლო პროცესი გადაიდო