მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

165
0

დღეს ბათუმის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ  ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში 2014 წელს სპორტულ დარბაზის რეაბილიტაციისათვისა 38 527 ლარი დაიხარჯა, ცეცხლაურის N2 საბაზო სკოლის რეაბილიტაციისათვის 597 320 ლარი, კვირიკეს N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ორი ტენდერიდან პირველზე 490 817 ლარი, ხოლო მეორეზე 89 000 ლარი დაიხრჯა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოჩხამურის დაწყებით საჯარო სკოლასაც, თუმცა სამუშაოები ყველგან უხარისხოდაა შესრულებული. დღეისათვის ზემოთ ხსენებულ ოთხივე სკოლაში შენობა ამორტიზირებულია, არ არის სველი წერტილები და ცენტრალური გათბობა, სანიღვრე არხების გამო წყალი შედის საკლასო ოთახებში, ელექტრომომარაგების გამო გათბობა ხშირად არ მუშაობს. ასმათ დიასამიძემ აჭარის მთავრობას მეტი ყურადრებისაკენ მოუწოდა.