მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

187
0

დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ასმათ დიასამიძის მტკიცებით, შპს „ბათუმი თაუერი“ რომელმაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 25 მილიონ დოლარად შეისყიდა, ხელისფულებასთან დაახლოებული კომპანია და ობიექტის ახალი მფლობელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.

„მოვუწოდებთ პროკურატურას და აუდიტის სამსახურს შესწავლილი იქნას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორუფციული გასხვისების საკითხი და დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე შეღავათები გაუწია კომპანიას“ – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.