მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

ასმათ დიასამიძის ბრიფინგი

201
0

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ ხულოში ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ოპოზიცის განცხადებით ხულოში მცხოვრებ აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ბათუმში მოუწევთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ცენტრის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაღალმთიან რაიონში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის, რადგან საშუალება ქონდათ ადგილზე ჩაებარებიათ ევროვნული გამოცდები, ხოლო ის მიზეზი, რომ სკოლა უნდა გარემონტდეს, უსუსური არგუმენტია, რადგან არსებობს სხვა არაერთი ალტერნატიური შენობა, სადაც შესაძლებელია  გამოცდების ჩატარება. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ეს საკითხი და ხულოში ზემო აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს  საშუალება ქონდეს ზედმეტი ნერვიულობისა და ხარჯების გარეშე ჩააბარონ გამოცდები“-განაცხადა ასმათ დიასამიძემ.