ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გრძელდება. უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციის ფარგლებში ადგილობრივებმა კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ბავშთა ქირურგის, პედიატრისა და მამოლოგის კონსულტაციით ისარგებლეს. პაციენტებს ექოსკოპიური კვლევის საშუალებაც ჰქონდათ.
სამედიცინო აქცია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. უფასო გამოკვლევები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად ყოველწლიურად ჩატარდება.