მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

381
0

აჭარას მსოფლიოს ცხრა ქვეყნის: ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის სამეფოს, ბაჰრეინის სამეფოს, ტუვალუს, ჩილეს რესპუბლიკის, იემენის რესპუბლიკის, პაპუა ახალი გვინეას და გამბიის რესპუბლიკის წარმომადგენლები სტუმრობენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. მინისტრმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე და ტურიზმის როლზე ისაუბრა. სტუმრებმა ასევე ნახეს პრეზენტაცია „გააკეთე ინვესტიცია აჭარაში“.
“გვიხარია, რომ ვიზიტი დაიწყო აჭარიდან, ბათუმიდან. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია რეგიონის შესაძლებლობების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ჩვენი შესაძლებელობები გავიტანოთ კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში. გაეროს წვლილი ჩვენი რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდია და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე. „ჩვენი ვიზიტის მიზანი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა. ჩვენ ვიცნობთ ქართველი ხალხის მიღწევებს. მოხარული ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, შენდება ბევრი ტურისტული ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული ქვეყანა. აჭარა – ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით.“ – აცხადებს ხალიდ ალემანი, იემენის რესუბლიკის წარმომადგენელი გაეროში. გაერო-სთან აკრედიტირებული მუდმივმოქმედი წარმომადგენლები აჭარაში გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს ისინი დედაქალაქში გაემგზავრებიან, სადაც 4 მაისამდე სხვადასხვა შეხვედრებს გამართავენ. მსგავსი ვიზიტები საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობას ემსახურება.