ფოლკლორში 15-წლიანი გამოცდილების მქონე ქრისტინე ჯავახიამ, ბათუმში, კერძოდ კი ახალსოფელში გახსნა ხალხური და საესტრადო სიმღერების, ასევე ქორეოგრაფიული სტუდია, რასაც სრულიად ახალსოფლისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობა სიხარულით შეხვდა.
სტუდიას „კოლხეთი“ ჰქვია, ქრისტინემ ეს სახელწოდება ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით აირჩია, როგორც თავად ამბობს, სტუდია ძველი ჭანეთის, კოლხეთისა და ლაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა, ამიტომ სახელწოდებაც სათანადო შეირჩა.
ინტერნეტში ქრისტინეს მიერ ატვირთულ ერთ ქორეოგრაფიულ ნომერს 15 ატასი გახიარება აქვს, მან პირველი წარმატება სწორედ თავისი მოსწავლეებით მოიპოვა… ქრისტინემ წარმატებით იმუშავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაღებსა და სკოლებში, როგორც ქორეოგრაფად, ასევე მუსიკის პედაგოგად. შემდეგ მუშაობდა წალკის რამდენიმე სკოლაში… მან ყველგან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა, სადაც ნამდვილ ქართულ ტრადიციულ სიწმინდეებზე აღზარდა მომავალი თაობა.
ამიერიდან წარმატებული პედაგოგი საკუთარ სტუდიაში იმუშავებს. ვულოცავთ ქრისინეს ამ წარმატებას და შემოქმედების რთულ გზაზე სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ! ტვ 12 – აჭარა სტუდია „კოლხეთთან“ ერთად სამომავლოდ სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებასაც გეგმავს, გვჯერა ახალსოფელი მალე აჭარის მნიშვნელოვან კულტურის კერად გადაიქცევა…
P.S. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტინე დღეს იუბილარია… ვულოცავთ მას დაბადების დღეს და საკუთარ დაბადების დღეზე დაბადებულ სტუდია „კოლხეთთან“ ერთად უდიდესი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ!