მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იმუშავებს

აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იმუშავებს

315
0

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შევხვედრას დაესწრო. შევხვედრაზე აჭარაში ახალი საზოგადეობრივი ორგანიზაციის “სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის“ ახალი კომისიისშექმნა დააანონსდა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს, მისი მიზანი და ამოცანაა: სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსდა საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომითურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
18 წევრიან კომისიაში საქართველოს მთავრობის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთაწარმომადგენლები შედიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარის ილია ვერძაძის  განცხადებით, ასეთი კომისია აჭარაშიც შეიქმნება, რომელიც შრომითი პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებითიმუშავებს, კერძოდ, დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავსმშრომელთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს.

შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია და აჭარისპროფკავშირების გაერთიანების წევრები ესწრებოდნენ.