მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობა იგეგმება

აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობა იგეგმება

339
0

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის კულტურისა და განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს განათლების და კულტურის დეპარტამენტის უფროსებმა ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონის ტურიზმის კომისარიატის წარმომადგენელს მიშელ იანოვსკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სამუშაო შეხვედრაზე ვალონიისა და აჭარის რეგიონებს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტულია კულტურის სექტორის ინტერნაციონალიზაცია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი რესურსის განვითარებას და ზრდის რეგიონის ცნობადობას საზღვარგარეთ.

მიშელ იანოვსკი აჭარის რეგიონში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება.