მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის ა/რ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები

აჭარის ა/რ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები

143
0

დღეს ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით აჭარის ა/რ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები, მმართველი გუნდის მხრიდან, თუ რამდენად გაითვალიწინეს საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციები და შენიშვნები და რამდენად არის საბოლოო ვარიანტი კონსენსუსის შედეგად მიღებული.

როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ, კონსტიტუციის პროექტში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, თუმცა იმას, რომ გაზრდილია უმაღლესი საბჭოს ზედამხედველობის როლი აჭარის მთავრობის მისამართით, დადებითად აფასებენ.

შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიანთი რეკომენდაციები და შენიშვნები გააჟღერეს, რაც ძირითადად საარჩევნო სისტემას, რეგიონის უფლებამოსილებებს, კომპეტენციებს, რეგიონის განსაკუთრებულ გამგებლობას და სხვა საკითხებს ეხებოდა.