აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის ურთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონების ტურისტულ პოტენციალს. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვროცლავიდან ქუთაისის მიმართულებით ახალი ავიარეისის დანიშნვა გაზრდის ტურისტულ ნაკადს ორ ქალაქს შორის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი მეგობრული რეგიონის დამეგობრებას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ვროცლავის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე ორივე რეგიონისთვის, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ცნობადობის ამაღლება და ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო დაახლოვება. საუბარი შეეხო ბათუმისა და ვროცლავის ტურისტულ პოტენციალს. „ბათუმი მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს, ვიზიტორებსა თუ ბიზნესმენებს ვროცლავიდან და გააცნოს მათ ჩვენი კულტურა, ისტორია და შესაძლებლობები, მათ შორის საინვესტიციო და ბიზნეს მიმართულებით,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვემო სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაცია საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება.