მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობა – ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 28 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა – ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 28 ოჯახს დაეხმარება

359
0

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქით დაზარალებულ 28 ოჯახს დაეხმარება

საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

სხდომას აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის / მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 28 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 319 528 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას.

შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ხანძრისა დასტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 28 ოჯახი მიიღებს, აღნიშნული თანხა 12 ეკომიგრანტ და 13 ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე გადანაწილდება“, – განაცხადა სტიქიით დაზარალებულთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ქიქავამ.

2022 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა დახანძრის შედეგად დაზარალებულ 69 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით გამოეყო 1 060 976 ლარი.