აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძეთან და თურქეთის რეპუბლიკის კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან ერთად მეზობელ თურქეთში გაემგზავრება და ართვინის გუბერნატორს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელი პირები თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე სარფის საბაჟოსთან შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, რომლებიც თურქეთის მხრიდან საზღვრის კვეთის რეგულაციებს აპროტესტებენ. “მე დღეს დილიდან მქონდა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან, ამავდროულად მქონდა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან, თურქეთში ჩვენს საელჩოსთან. მიმდინარეობს მუშაობა, იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინსტანციებში, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული ორ ხალხს შორის პარიტეტული ურთიერთობა, მიმოსვლა, მგზავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც არის ჩართული ამ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით. ამავდროულად, დაგეგმილია შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან, რომელიც სარფის საბაჟოს კურირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ კონსესუსს, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ თანაბარ პირობებში საზღვრის გადაკვეთა, ეკონომიკური შემადგენელიც მნიშვნელოვანია, რათა ხალხს მიეცეს საშუალება იმგზავროს და არ ჰქონდეს შეფერხებები. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რამდენიმე საათში დავბრუნდები თურქეთის რესპუბლიკიდან და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარფის საბაჟოზე შეკრებილ მოქალაქეებთან.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ართვინის გუბერნატორს შეხვდებიან