მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

278
0

აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს მთავრობის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დღესვე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან – ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღღვანელობს.

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო და 11 ოქტომრამდე გასტანს.