აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ქობულეთელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა მირიან ქათამაძე ღირსეულ კანდიდატად შეაფასა და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ქობულეთის განვითარების საკუთარ ხედვაზე და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. – „ქობულეთს დღეს სჭირდება ახალი იდეები იმიტომ, რომ ქობულეთი დგას ახალი გამოწვევების წინაშე. ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი თამამი, გაბედული იდეა, რომელსაც განახორციელებს კვალიფიციური, გაბედული ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ ასევე ვეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ ყველა ის საქმე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო,“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ. დღესვე, მირიან ქათამაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური