აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩიხლაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭოროხის ხიდი-მახო-ზანაქედი საავტომობილო გზის კმ2+500-კმ4+730 მონაკვეთზე (2230 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „გზები“ აწარმოებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 658 486 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 56 გრძ.მ. გაბიონი, 78 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 902 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 90 გრძ.მ. ლითონის მილი. ლაშა ჩიხლაძის განცხადებით ა/ბეტონის საფარის დაგება დღეს, ხოლო დარჩენილი გვერდულების შევსებისა და მონიშვნის სამუშაოები 3 დღეში დასრულდება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი