ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს, სხდომაზე დღესვე უმაღლესმა საბჭომ 21 ახალი დეპუტატის მანდატს ცნო. დღეიდან ისინი მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონში კანონმდებლობით საქმიანობას შეასრულებენ. სხდომა უხუცესმა დპუტატმა დავით თედორაძემ გახსნა, დღევანდელ სესიაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანო ასევე კომისიების შემადგენლობას და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევს. სხდომას ახლადარჩეული 19 დეპუტატი ესწრება, პირველ სესიაზე არ გამოცხადდა და მანდატზე უარი თქვა პატრიოტთა ალიანსის სიის პირველმა ნომერმა დავით თარხან მოურავმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ.
თამაზ ქობულაძე