მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ახალარჩეული მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა

ახალარჩეული მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა

265
0

ქედის მერი ლევან გორგილაძე, დღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი უწევდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სკოლებში არსებულ ვითარებაზე და საჭიროებებზე ინფორმაცია ხელმძღვანელებისგან მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაპირდა. შეხვედრაზევე სპონტანურად დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებიც. ქედაში ამჟამად 29 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის 18 სრული, ხოლო 11 არასრული და დაწყებითი კლასები.