მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ახალგაზრდებისთვის ,,მოქალაქის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

ახალგაზრდებისთვის ,,მოქალაქის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

246
0
#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე დღეს მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მოქალაქის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ცენტრში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, არჩილ ვანაძემ წარადგინა. მოქალაქის გზამკვლევის მიზანია დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ღონისძიებების, წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობების მოცულობისა და დასახული მიზნების მისაღწევად გასაწევი ხარჯების შესახებ. პრეზენტაციას ბათუმელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. მოქალაქის გზამკვლევის პროექტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით განხორციელდა.