მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ახალი ბაღი ქობულეთში სკანდინავიური ქვეყნების მეთოდით იმუშავებს

ახალი ბაღი ქობულეთში სკანდინავიური ქვეყნების მეთოდით იმუშავებს [ვიდეო HD]

413
0

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე კერძო საბავშვო ბაღი გაიხსნა. „სიმბა“ ასე ჰქვია სკოლამდელი აღზრდის ამ კერას, სადაც ათეულობით პატარა უჩვეულო გარემოში ეუფლება ცხოვრების გაკვეთილებს… დიახ ცხოვრების გაკვეთილებს, რადგან ბაღის აღსაზრდელები სრულიად ახლებური – სკანდინავიური ქვეყნების მეთოდოლოგიის გამოყენებით და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამით დაეუფლებიან შემეცნებით თემებს, ასევე უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმობა ინგლისური ენის სწავლებას.

საზეიმო გახსნაზე „სიმბას“ უამრავი სტუმარი ეწვია, აქ იყვნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მოქმედი და მომავალი დეპუტატები, მშობლები და რაც მთავარია, ბაღის მომავალი აღსაზრდელები.

ევროსტანდარტების დონეზე მოწყობილი ჯგუფები, საძინებლები და სველი წერტილები, შესანიშნავი ეზო და ახალ-ახალი ატრაქციონები, ბავშვებისათვის მიმზიდველი გარემო და რა თქმა უნდა საგანგებოდ შერჩეული, მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი – ეს სწავლების უახლეს მეთოდებთან ერთად „სიმბას“ მთავარი ღირსებაა, რამაც უკვე ათეულობით პატარა მიიზიდა და ჩართო სკოლამდელ ცხოვრებაში.

https://youtu.be/FOPOmSuIToc