აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის ბულვარის დირექტორ ეთერ მაჭუტაძესთან ერთად ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს ეთერ მაჭუტაძემ პირადად მიაწოდა.
ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ ახალი ბულვარის ტერიტორიის გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის წარმომადგენლებმა მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის ნერგები დარგეს.
ამ ეტაპისათვის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის თანამშრომლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვით, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვით, ფილაქნებს შორის სარეველებისაგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, პარალელურად ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს. სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება.