მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ახალი დაპირისპირების ტალღა უმაღლეს საბჭოში

ახალი დაპირისპირების ტალღა უმაღლეს საბჭოში

256
0

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დღეს უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა. დეპუტატებს შენიშვნები ძირითადად შ.პ.ს. „სტადიონის“ მიმართ ჰქონდათ. დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე ახალი ორგანიზაციის შექმნას დავით ბალაძის და არჩილ ხაბაძის პირად ინტერესებს უკავშირებს. მისი ინფორმაციით, შ.პ.ს.-ს დირექტორად დაინიშნა ჯემალ ბოლქვაძე, რომელიც პარალელურად შ.პ.ს. გოდერძის და სანატორიუმ „აჭარის“ დირექტორია. გარდა აღნიშნული გარემოებისა მედეა ვასაძე ირწმუნება, რომ ახალშექმნილი შ.პ.ს. ფინანსთა სამინისტროს სწორედ იმ განყოფილებას ექვემდებარება, რომლის ხელმძღავნელი არჩილ ხაბაძის მამაა.

შ.პ.ს.-ს დირექტორთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ჯემალ ფუტკარაძეს და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრებსაც“.

აჭარის ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ ახალი შ.პ.ს.-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ჯემალ ბოლქვაძის დანიშვნა მისი ინიციატივა იყო, რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, რომელსაც ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, მინისტრი განმარტავს, რომ ის ხელფასს ამ ეტაპზე მხოლოდ შპს „გოდერძიდან“ იღებს.

სტადიონის შექმნისათვსი ახალი შ.პ.ს.-ს ჩამოყალიბება ეკატერინე თარგამაძის აზრით, ხელისუფლების არაფექტურ მუშაობას უკავშირდება. აღნიშნული შენიშვნების საფუძველზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუჯეტის კორქტორებას მხარი არ დაუჭირა.

შენიშნვების მიუხედავად ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს თავისუფალმა დემოკრატებმა და ჯემალ ფუტკარაძემაც.

12 მომხრე 9 წინააღმედგი-დეპუტატთა გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა

წყარო: tv25.ge