ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება და გარემოს დაბინძურება, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახალგაზრდებთან მომუშავე პირების გაძლიერება საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა მათ შეძლონ ახალი თაობის შთაგონება და გარემოს დაცვაში ჩართვა.
ამ საჭიროების პასუხად, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრისა და ლატვიის ორგანიზაცია “BK-95”-ის თანამშრომლობის ფარგლებში 1-7 მაისს ქობულეთში ჩატარდა საერთაშორისო გაცვლითი პროექტი “Digital Leaders for a Sustainable Planet”. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გაღრმავებას. პროექტის მონაწილეები საქართველოდან, ლატვიიდან, იტალიიდან, დანიიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან ერთობლივად სწავლობდნენ, როგორ შეიძლება ციფრული პლატფორმებისა და სოციალური მედიის მეშვეობით ახალგაზრდების გააქტიურება გარემოსდაცვით თემებზე.
პროექტი არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარებით — მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაატარეს პრაქტიკული კამპანია: დაასუფთავეს ზღვის სანაპირო, დარგეს ხეები, გადაამუშავეს ფურცლები და შექმნეს კომპოსტი. გარდა ცოდნისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ სხვადასხვა ქვეყნების კულტურის შესახებ, ესწავლათ ერთმანეთის ტრადიციები და შეექმნათ დაუვიწყარი მოგონებები ერთად.
#ErasmusPlus #JSPA #iespējasjauniešiem #ErasmusPlusLV #youthcenterofgeorgia #BK95 #DigitalLeadersprojectErasmusPlus #bagātinipieredzidomāplašāk #Erasmusiespējasjauniešiem #projektijauniešiem