პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად ლამაზი ღონისძიებებით აღინიშნა ქობულეთში. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა სპორტული შეჯიბრი „მხიარულ სტარტებში“, რომელშიც ოც ბაღს შორის დამაჯერებელი გამარჯვება ქალაქის #3 საბავშვო ბაღმა მოიპოვა (გამგე ნინო გოგიტიძე), საღამოს კულტურის სახლში გამართულ საზეიმო კონცერტზე, რომლის ორგანიზება ქალაქის #1 საბავშვო ბაღს (გამგე გიუზელ ნიჟარაძე) ეკუთვნის, ოცივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი
ერთმანეთს სიმღერასა და ცეკვაში გაეჯიბრა, ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და ზეიმის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. ზეიმის ბოლოს ბიზნესმენი ჯუმბერ გოგიტიძე ყველა პატარას ნაყინით გაუმასპინძლდა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტებმა ზურა ჯაბნიძემ და თამარ მინაშვიმა მოამზადეს.
https://youtu.be/tH0kX8MMNBo