მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

158
0

დღეს დილით ლაშა კომახიძემ პირველი განცხადება ბათუმის მერის რანგში გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქისთვის, მაინც რჩება რიგი პროექტებისა და საკითხების, რომლებიც მოსაგვარებელია. მთავარ გამოწვევად კომახიძემ მიწისქვეშა კომუნიკაციები და საცობები დაასახელა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მერის განცხადებით მოადგილეები აუცილებლად შეიცვლებიან, თუმცა ჯერჯერობით ახალი კადრების ვინაობა უცნობია.