დღეს, ძველ ბულვარში ხელოვან ბექა ჯანუაშვილის მიერ შექმნილი არტ–ინსტალაცია „ტყისკაცი“ განთავსდა, რომელიც წაქცეულ ხეს აკავებს და სიმბოლურად, ბუნებისადმი მოფრთხილებას ასახავს.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერებისამაღლება ბათუმის ბულვარისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქალაქის ყველაზე გამწვანებული საპარკე სივრცე ღიაა ამ კუთხით სხვადასხვა იდეების ხელშეწყობისადა მხარდაჭერისთვის.