ხულოს სახელმწიფოს დრამატულ თეატრში ბათუმის დრამატული თეატრის საბავშვო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპეკტაკლი „მაწანწალა ზღაპარი“ რეჟისორმა დავით მაცხონაშვილმა დადგა და იგი დრამატული თეატრის რეპერტუარტში პირველი საბავშვო წარმოდგენაა. კარელ ჩაპეკისა და ლუბომირ ფელდეკის მოთხრობების მიხედვით დადგმულ პიესაში სკოტ ჯოპლინის მუსიკა, ტერენტი გრანელისა და ტარიელ ჭანტურიას ლექსებია გამოყენებული. სპექტაკლში სხვადასხვა თაობის რვა მსახიობი მონაწილეობს. ბათუმის დრამატულ თეატრში კი საპრემიერო ჩვენებები სარემონტო სამუშაოების გამო თეატრის ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება.