მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ბათუმის თვითმმართველობა ინვესტორებს ლიბერალურ პოლიტიკას სთავაზობს

ბათუმის თვითმმართველობა ინვესტორებს ლიბერალურ პოლიტიკას სთავაზობს

327
0

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს. მათ შორის დადგენილებაში ცვლილება ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ. ახალი ინიციატივის თანახმად, ინვესტორები, რომლებიც ას ნომრიან სასტუმროს ააგებენ და 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, K-2 გადასახადისგან თავისუფლდებიან. ინვესტორი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების ნებართვასაც ახალი დადგენილების მიხედვით მიიღებს. ჯამში დახარჯულმა თანხამ კი 30 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დადგენილებიდან კონკრეტული თანხის ამოღება მოითხოვეს.

– ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ასნომრიან სასტუმროს ააშენებს, გადასახადისგან უნდა განთავისუფლდეს, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ. დეპუტატებმა გადაწყვეტილება 12 ხმით მიიღეს.