ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა. დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა. პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ლოტოტრონის წესით განხორციელდა. პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე ბინები 80 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს.