ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით ქალაქის მერიას ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოს“ ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა ბერძენიშვილის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურება დააკისრა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ თემაზე ბრიფინგიც გამართა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გიორგი ერმაკოვი საკადრო პოლიტიკას პირადი ინტერესების მიხედვით ატარებს.
– „ჩაქვში ახალი სასაფლაოების მოსაწყობად ბერძენიშვილის დროს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ერმაკოვმა გააუქმა და განმეორებით მისი განთავისუფლების შემდეგ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 600 000 ლარი იყო“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ. ბერძენიშვილი დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 23 აპრილს გაანთავისუფლეს. .