ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ,,აჭარა პ.ს” მერიის განცხადებშ უცვლელად გთავაზობთ.
,,სახელმწიფო აუდიტის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი დააღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტავს, რომ:
სახელმწიფო აუდიტის შემოწმება ეხებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობას 2019-2020 წლებში.
ქ. ბათუმის მერია აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება 25 ძირითად მიმართულებად და ასევე ამ ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე, ასეულობით ქვემიმართულებად, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მიერ მრავალრიცხოვანი კონკრეტული ფუნქციის განხორციელებით.
მუნიციპალიტეტის საქმიანობის მიმართულებები ასევე გამოხატულია არაერთი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოიცავდა ასეულობით კონკრეტულიფუნქციის განხორციელებას 2019-2020 წლებში, რომელიც იყო სახელმწიფო აუდიტისშემოწმებას დაქვემდებარებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად, მერიასთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლინდა მხოლოდ 9 მიმართულების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომელთა უმრავლესობა გამოწვეული იყო პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობით, ნაწილი მათგანი კი, სხვადასხვა ობიექტური გარემოებით.
ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, გაცემული 9 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებული ადა გამოსწორებულია, ხოლო ნაწილი მათგანის შესრულება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული გარემოებების უფრო დეტალური განმარტებისათვის აღვნიშნავთ: თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კონტროლის მექანიზმების, ე.წ. ტურნიკეტების სისტემების, ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო შესყიდვის, სასესხო ვალდებულებების მომსახურების კუთხით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების მთლიანად ვერ ათვისების კონკრეტული ნაკლოვანებები გამოწვეული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო წარმოშობილი გარემოებებიდან გამომდინარე და მისითანმხლები შედეგებით. მაგ. თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობა ტურნიკეტების გამოყენებით გამოწვეული იყო თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით (გამოიყენებოდა კანონით დასაშვები ალტერნატიულიმეთოდი), ინფრასტრუქტურული სამუშაოების სასესხო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების ბოლომდე ვერათვისება – პანდემიიდან გამომდინარე არსებული გარემოებებით, მიმწოდებელი კომპანიების მიერ სამუშაოების ბოლომდე ვერშესრულებით.
გაცემული რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებულია კონკრეტული გადაწყვეტილებებით.
წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის კონკრეტული პროცედურები განისაზღვრა მერისბრძანებით, სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობის დასაბუთება და საჭიროება განისაზღვრა კონკრეტული საჭიროების მიხედვით, მერიის სისტემაში 9 სამსახურის დაარაერთი მუდმივმოქმედი კომისიის არსებობიდან გამომდინარე, მათი ფუნქციების სრულყოფილი განხორციელებისათვის, თანაც, იმ პირობებში, როცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ფაქტობრივად, 2008 წლის შემდგომ არ მოუხდენია ავტოპარკის განახლება და არ შეუძენია არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება. არსებული სამორიგეოავტო მანქანები კი, მათი ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, ძირითადად გამოსულიამწყობრიდან და ვერ ხდება მათი სრულყოფილი ექსპლუატაცია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების და საწვავის ხარჯვის კონტროლის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელდა ჯიპიარეს სისტემის დამონტაჟება. შესაბამისად, სრულყოფილად ხდება როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, ისე საწვავის ხარჯვის კონტროლი. გატარებული ღონისძიების შედეგად, ბოლოწლებში საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, 2021 წლისსაწვავის ხარჯი 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მნიშვნელოვნად, 60 % –ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით საწვავის ხარჯი შემცირებულია 75 % –ით. ტურნიკეტების სისტემისდანერგვისათვის შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებულია ბიუჯეტში და სისტემა ამოქმედდება დისტანციური რეჟიმის დასრულებისთანავე.
ასევე სარეზერვო ფონდიდან ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მკურნალობისმიზნით გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის განსაზღვრულია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ყველა საჭირო პროცედურა. კომისიაზე საკითხის განხილვების დროს უფრო დეტალურად მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების წერილობითი დასაბუთება.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული დანიშნულების ქონებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ცალკეული საშუალების დანაკლისს დაზედმეტობებს, აღნიშნული წარმოადგენს ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში მუნიციპალიტეტის მერის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილ გარემოებას. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება ინვენტარიზაცია.
შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, ყოველწლიურად ხდება როგორც დანაკლისის, ასევე ზედმეტობების გამოვლენა–გასწორება და ბალანსის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული დანიშნულების ქონების გარდა, ზოგადად ქალაქის საკუთრებაში არსებული ყველა ქონების (გზა, ტროტუარი, ხე, ფილა, სკამი, ბოძი, განათება, ნაპირდაცვითი ნაგებობა დაა.შ.) სრულად აღრიცხვისათვის, სამუშაოების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, იგეგმებამსგავსი ინვენტარიზაციის ჩატარება სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად შექმნილ ქონებას, ქ. ბათუმის მერიასა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის არსებობს შესაბამისი თანამშრომლობა და ამ ქონებების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისმერიისთვის გადმოცემის შემთხვევაში განხორციელდება სათანადო პროცედურები მათიმოვლა–ექსპლუატაციის მიზნით.
რაც შეეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით იჯარისფარგლებში სარგებლობის ფაქტით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მოიჯარეები მერიის წინაშე არ ასრულებენ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და განაგრძობენ ქონებით სარგებლობას, აღნიშნული ნაკლოვანება გამოწვეულია საკანონმდებლო რეგულაციებით, სამოქალაქო კოდექსით განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა პოლიციის მეშვეობით საკუთრებიდან იძულებით გამოსახლების აკრძალვა. კონკრეტულ შემთხვევაშიცმუ ნიციპალიტეტის მერიას არ აქვს საშუალება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშემოახდინოს მერიის ქონებიდან ყოფილი მეიჯარეების იძულებით გამოსახლება.
ყველა ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასგან ხორციელებული აქვს ყველა შესაძლო სამართლებრივი ღონისძიება: შეწყვეტილია ხელშეკრულებები, წარდგენილია სასამართლოში სარჩელები იჯარის დავალიანების, პირგასამტეხლოების კონკრეტულ ქონების მოსარგებლეებზე დაკისრების შესახებ, ასევექონების თვითნებურად სარგებლობისათვის ყოველდღიური თანხის (კანონით განსაზღვრული ოდენობის – ქონების მერიისადმი ჩაბარებამდე) დაკისრების შესახებ, ასევე წარდგენილია სარჩელები ამ პირების მუნიციპალიტეტის საკუთრებებიდან გამოსახლების შესახებ.
შესაბამისად, მიმდინარეობს სასამართლო დავები და სასამართლოს დასრულებისთანავე მოხდება მათი როგორც გამოსახლება, ასევე მათთვის დაკისრებული თანხების ამოღება.
რაც შეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა–ნაგებობებისმშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთანდაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში. მაგ: გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილი აარაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლოდღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება მეტროტერმინალის მიმართ დაჯარიმების (ჯამში 246 000 ლარი), უნებართვო მშენებლობის შეჩერებისდა დემონტაჟის განხორციელების თაობაზე.
ასევე მუნიციპალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ სისხლისსამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ასევე განმარტავს, რომ აუდიტის 9 რეკომენდაციიდან, რეკომენდაციების ნაწილი ეხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რის ირგვლივაც ქ. ბათუმის მერია ვერ გააკეთებს განმარტებას. შესაბამისად, ამ საკითხზე უნდა იმსჯელოსსაკრებულომ.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც აუდიტის მიმდინარეობისას, ასევე დღესაც აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო აუდიტისსამსახურთან, ასევე სხვა ორგანოებთან შესაბამისი მიმართულებებით არსებულიგამოწვევების გადაწყვეტისა და გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებითმუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვითწარმართვის მიზნით“-ნათქვამია განცხადებაში.