„ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია პარტნიორი და დამფინანსებელია პროექტის – ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, არ შეესაბამება სიმართლეს.
ბათუმის მერია ემიჯნება მსგავსი ტიპის დეზინფორმაციას.
მერიის მხრიდან დაუყოვნებლივ გატარდება შესაბამისი ზომები ვებგვერდზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორების მიზნით.
აქვე განვმარტავთ, რომ ბათუმის მერია არაა დამეგობრებული ქალაქ პეტროზავოდსკთან და არც კარელიის რესპუბლიკასთან აქვს რაიმე ტიპის ურთიერთობა“.
შეგახსენებთ, საუბარია ფორუმზე „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება. ინფორმაცია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმიდან და რუსთავიდან, პეტროზავოდსკის ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე გავცელდა.