მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერია – საგანგებო განცახდებას ავრცელებს

ბათუმის მერია – საგანგებო განცახდებას ავრცელებს

216
0

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს.

ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის, მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მერიის განცხადებას ,,აჭარა .უცვლელად გთავაზობთ.

,,ბათუმში, ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდაპარკებსა თუ სკვერებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები.

დღეს, ცენტრალურ პარკში მიზანმიმართულად იქნა დამტვრეული ახლად განთავსებული სკამები. ასევეხშირია სანაგვე ურნების დაწვისა და საბავშვო ატრაქციონების დაზიანების შემთხვევები.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დამაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას“-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის მერიას ამ ერთ სკამში  4500 ლარი აქვს გადახდილი.

მერიამ სულ 50 ცალი სკამი შეიძინა.