მთავარი სხვადასხვა ბათუმის მერიის – ინიციატივით, ბათუმის მერიაში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება

ბათუმის მერიის – ინიციატივით, ბათუმის მერიაში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება

421
0

ბათუმის მერმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, სადაც ისაუბრა ახალგაზრდული პროგრამების განვითარებასა და ხელშეწყობაზე.

,,ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით ბათუმის მერია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, ახალგაზრდობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ისეთი პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომლებიცმათი პოტენციალის ხელშეწყობასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ინიციატივა, ბათუმის მერიაში შეგვექმნა ახალგაზრდული საბჭო, რომლის წევრებსაც საშუალება ექნებათ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში. საბჭოს წევრები მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ახალგაზრდების ინტერესებს. დღეს იმ ახალგაზრდებს შევხვდი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი და დაინტერესებულნი მერიისახ ალგაზრდული პროგრამებით. ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებასა და ქალაქის განვითარებაზე. გავაცანით ის სიახლეები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში სწორედ მათი მონაწილეობით დაიწყება“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.