მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმის მერი მედიაპროექტ ,,ეტალონის” I ეტაპს დაესწრო

ბათუმის მერი მედიაპროექტ ,,ეტალონის” I ეტაპს დაესწრო

271
0

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მედიაპროექტ ,,ეტალონის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ინტელექტუალურ მედიაპროექტ ,,ეტალონის” I ეტაპი დღეს ბათუმის №25 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება ,,ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც შიდა სასკოლო ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ.
,,ქალაქ ბათუმის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენად კონკურსი ერთ ეტაპად ტარდება. გამარჯვებული მოსწავლე ეტალონის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების I ეტაპის ორგანიზებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2 960 ლარი გამოიყო.
აღნიშნული პროგრამა ბათუმში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენისა და მუნიციპალიტეტის მხრიდან მათი მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.