ტურისტული კომპანია Georgian International-ი ფრენებს კომპანია უკრანულ ავიაკომპანია „დარტთან“ თანამშრომლობით მაისიდან დაიწყებს. Georgian International-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებაზე ნებართვა უკრაინის მარეგულირებელი უწყებისგან უკვე მიიღო. ფრენები კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით განხორციელდება. ბილეთის შეძენა ერთი მიმართულებით 99 ევროდან იქნება შესაძლებელი. Georgian International-ში არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე სიხშირე კვირაში 4-მდე გაზარდოს.
. ამავე ვებ-გვერდიდან დაინტერესებული პირები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია აჭარის განთავსების ობიექტებისა და სხვა ტურისტული სერვისების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ტელ: 551 487474, ელ-ფოსტა: groups@gi-travel.ge.