მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის საბავშვო ბაღებში,აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საბავშვო ბაღებში,აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

265
0

ბათუმის საბავშვო ბაღებში, ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. ღონისძიებებს ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის სპეციალისტები ახორციელებენ. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა #23, #24, #25, #28, #29 და #32 საბავშვო ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლითი ღონისძიებები. საბავშვო ბაღებში ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები შაბათ-კვირის ჩათვლით განხორციელდება. სამუშაოების დასრულებიდან 48 სთ-ის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე შესვლა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდება. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ყველა ბაღში განხორციელდება გენერალური დასუფთავების სამუშაოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 16, 17 და 18 ოქტომბერს, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. სააღმზრდელო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება.