მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმი – „ბათუმობას“ აღნიშნავს

ბათუმი – „ბათუმობას“ აღნიშნავს

401
0
 ტრადიციული სახალხო ღონისძიება „ბათუმობა“, ძირითადად ევროპის მოედანზე და მემედ აბაშიძის გამზირზე მიმდინარეობს.
 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის ზეიმზე მოწვეულ სტუმრებს ბათუმის მერთან ერთად შეხვდა და მათგან მოლოცვები მიიღო. გახსნის ღონისძიების შემდეგ ზურაბ პატარაძემ, გიორგი ერმაკოვმა, ავთანდილ ბერიძემ, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სკვერში გადაინაცვლეს, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილთა მემორიალი. მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში გაისეირნეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან და ბათუმელებთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო. სხვადასხვა ადგილებში მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და ადგილობრივებს ბათუმობა მიულოცა.
 ბათუმობასთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, სახალხო მსვლელობები, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპორტული ღონისძიებები, თევზჭერა, ფილმის პრეზენტაცია, საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი.
 ბათუმობის კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა მრავალფეროვანია. მემედ აბაშიძის ქუჩაზე ორი დღის განმავლობაში საინტერესო, განსხვავებული და მხიარული გარემო შეიქმნება. ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ღონისძიება, რამდენიმე ლოკაციას მოიცავს. 6 მაისის პარკში, კოლონადებთან პატარებისთვის საბავშვო კონცერტი გაიმართება, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. სტუმრებს ადგილობრივი გასტრონომიის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.
 ჩატარდება ფოტოკონკურსი „ჩემი ბათუმი“ , რომლის გამარჯვებულებსაც 4 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ. ერას ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში კი, ქართული ესტრადის ვარსკლავების მონაწილეობით, გალა კონცერტი- „ბათუმობა 2016“ გაიმართება.
 დღესასწაული 4 სექტემბერს ანბანის კოშკთან გრანდიოზული კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დაიხურება.