3 სექტემბერს, 20:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, რიგით მეექვსე კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ – სოლისტი: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო; დირიჟორი იან-პასკალ ტორტელიე (საფრანგეთი/ინგლისი). კონცერტზე შესრულდება მოცარტის, ელგარისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“