მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი “ბათუმი ოფენზე” გამარჯვება ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს

“ბათუმი ოფენზე” გამარჯვება ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს

311
0

საერთაშორისო ტურნირი აღმოსავლურ ორთაბრძოლში “ბათუმი ოფენ” დასრულდა. შეჯიბრება ოლიმპიურ კარატეში ჩატარდა. პირველი ადგილები ქართველმა კარატისტებმა ვაჩი გვანცელაძემ და ჯემალ იაკობაძემ მოიპოვეს, მეორე ადგილი აზერბაიჯანის წარმომადგენელმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი, ირანის წარმომადგენლები გავიდნენ. ბათუმის მერიის თასზე თამაში 1 ივნისს დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგოროაში 7 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 33 525 ლარი გამოიყო.