მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმი ქუჩის მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმი ქუჩის მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

300
0

31 მაისს, ბათუმში პირველად ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება. “იგრძენი ბათუმის გულისცემა”- პროექტი ევროპის კომისიის “ერასმუს+”-ის და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება არის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც იმართება ევროპის კომისიის “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში და მასში საქართველოსთან ერთად 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს. პროექტში ჩართულია ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეურთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ. კონცერტების გასამართად ბათუმში მოეწყობა სცენები ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესვლელში, პიაცაზე, ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ „აპოლოსთან“ და საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში.